“ნაციონალურ მოძრაობას” წევრები ტოვებენ – რას აპირებენ ენმ-დან წასულები და რაში დებს მათ ბრალს ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალურ მოძრაობას” წევრები კვლავ ტოვებენ – ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის 3-მა წევრმა, “ნაციონალურ მოძრაობასთან” პოლიტიკური გაყრა დღეს ოფიციალურად გააფორმა. წასვლის მიზეზად ყველამ ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და არაფორმალური მმართველობა დაასახელა. ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობის ყველა რესურსი ამოწურეს.
დაპირისპირება გრძელდება ქუთაისშიც, სადაც “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილები, პარტიიდან წასულ წევრებს მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ ს მომხრეები, რომლებმაც საკრებულო არ დატოვეს, ხაბეიშვილის მხარდამჭერების გარიცხვასა და ფრაქციისთვის სახელის შეცვლას გეგმავენ. სწორედ ქუთაისში დაფიქსირდა ყველაზე მასშტაბური პროტესტი მოქმედი მენეჯმენტის მიმართ, სადაც პარტიასთან თანამშრომლობაზე უარი 800-მა წევრმა, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატებმა თქვეს.
პარტიაში არსებულ პრობლემებზე საუბარი არ სურს მოქმედ მენეჯმენტს. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები კი, შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას სწორედ ხაბეიშვილის ფლანგს აკისრებენ. ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საბოლოო დაშლის შემდეგ, არაფორმალური მმართველები პარტიის ლიდერსაც სახლში გაუშვებენ.
“ნაციონალური მოძრაობა” ლოგიკური დასასრულისკენ მიდის – ამბობენ მმართველ გუნდში და ფიქრობენ, რომ შიდაპოლიტიკური რყევები, სააკაშვილის პარტიას რამდენიმე თვეში საბოლოოდ ჩამოშლის.
დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში,” ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ დაიწყო. მასობრივი პროტესტი კი ბოლო ერთი თვეა მიმდინარეობს. პარტია ბოლო რამდენიმე კვირაში რეგიონული ორგანიზაციების 1000-ზე მეტმა წევრმა დატოვა. “ნაციონალური მოძრაობის” რიგებში აღარც ყოფილი თავმჯდომარე ირიცხება.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი