„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ ყველანაირად გადღაბნოს ადამიანების მეხსიერებაში და ხსოვნაში ეს თარიღები

„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ ყველანაირად გადღაბნოს ადამიანების მეხსიერებაში და ხსოვნაში ეს თარიღები, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით.
„გაუგებარია, რა კონკრეტული მიზანი აქვთ, მაგრამ ერთი რამ ნათლად არის გასაგები – ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად აღრეულობა შეიტანონ მათ შორის, იმ კუთხითაც, რომ საზოგადოებამ არ იცოდეს რეალურად, რომელი თარიღია, რომელშიც ჩვენ მივაგებთ პატივს ჩვენს გმირებს, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ ტრაგედიას და აგრესიის შედეგებს, რაც რუსეთის აგრესიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ამ სრულიად გაუცნობიერებელ და მავნებლურ პოლიტიკას მოჰყვა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა