“ნაციონალურ მოძრაობას” საკრებულოს დეპუტატი ტოვებს – რატომ გადაწყვიტა ნინო კვიტაშვილმა, ს გუნდს შეუერთდეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნინო კვიტაიშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და ს გუნდს უერთდება. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი ნადირაძემ, ს და ზაზა გოგავას სახელით, საბოლოო არჩევანის გაკეთება მოსთხოვა – ან დარჩენილიყო “ნაციონალურ მოძრაობაში” და შეესრულებინა მენეჯმენტის დავალებები, ან წასულიყო ნიკა გვარამიასთან.
ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, ის არასოდეს მალავდა პარტიაში მიმდინარე პროცესების მიმართ ნაგატიურ დამოკიდებულებას და გარიცხვამდე თავად ტოვებს გუნდის რიგებს.
“არჩევანი მდგომარეობდა იმაში, რომ მე ან ვემორჩილები პარტიის გარკვეულ გადაწყვეტილებებს, ვარ ჩართული მათთან ერთად გარკვეულ სამუშაოში და ვასრულებ იმ დირექტივებს, რაც პარტიიდან მოდის, ან მეორე – ვირჩევ გზას ნიკა გვარამიასთან ერთად, საკუთარ გზას. ამ არჩევანის წინაშე რომ დავდექი, ძალიან ლოგიკური და ჩემთვის ბუნებრივი გადაწყვეტილება მივიღე – ვიყო ნიკას გუნდთან ერთად,”- განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება იმისთვის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ ორგანიზაციებიდან ფული „გამოიტანონ”, ისინი არასამთავრობოების მეშვეობით საკუთარ თავს უზარმაზარ თანხებს უხდიან – ეს გიგანტური თაღლითობაა – ილონ მასკი