,, ნაციონალურ მოძრაობას რომ ასამართლებენ, უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის ისტორიას ასამართლებენ” – ლევან ხაბეიშვილი

,, ნაციონალურ მოძრაობას რომ ასამართლებენ, უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის ისტორიას ასამართლებენ” –
ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ,,ტვპირველთან” აცხადებს:
..ნაციონალური მოძრაობის გაუქმებაზე გამოვიდნენ და ხმა ამოიღონ – მათ შორის, ვინც არ იღებს ხმას, იგივე გახარიას პარტია, ჩემი წარმოდგენით არის ს ჯიბის ოპოზიცია.
გამოვიდეს და გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განცხადება – წულუკიანის რუსულ კომისიაზე ხმა არ ამოუღია ამ ადამიანს, გამოვიდეს და ამოიღოს ხმა.
სალომესთან, მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა, ჩვენ ვამბობდით, რომ ფიზიკურადაც მზად ვიყავით, სალომე დავიცვათ, ამასაც კი ვიძახოდით – იმიტომ კი არა, რომ მოგვწონდა, ქვეყნის ინტერესებიდან, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მზად ვიყავით, რომ ჩვენი სუბიექტური, ობიექტური აღქმები გვერდზე გადაგვედო, მაგრამ “საქართველომ დაიწყო ომიო” ეს კი არ დაგვიწყებია, გამოვიდეს და უარყოს.
ნაციონალურ მოძრაობას რომ ასამართლებენ, უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის ისტორიას ასამართლებენ.
საჯაროა პოლიტიკა და საჯაროდ უნდა დააფიქსიროს – სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ერთიანობა არის “შემოგდებულიო” და კოორდინაციაა კარგიო.
საქართველოს გერბზე წერია გარკვევით “ძალა ერთობაშია” – მე გამოვედი და ვთქვი, ვინც არის ერთიანობის წინააღმდეგი, ის არის ყველა ბიძინას ჯიბის ოპოზიცია.
დღეს ვინც ამბობს, რომ მარტო მე დავამარცხებ, სრული იდიოტი და გიჟია.
საჯაროდ დააფიქსიროს ნაციონალური მოძრაობის გაუქმებაზე პროცედურები რომ დაიწყო მდინარაძემ და ბიძინა ივანიშვილმა.”