“ნაციონალურ მოძრაობას” და მის შენაერთებს, არ უნდა გაუკვირდეთ, რომ მათი რეიტინგი დღითიდღე კლებულობს” – გივი მიქანაძე

“არ უნდა გაუკვირდეთ, რომ მათი რეიტინგი დღითიდღე კლებულობს, გამომდინარე იმ შიდა დაპირისპირებიდან, არასერიოზულობიდან და ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების აცდენიდან,”- ეს განცხადება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის პრეტენზიასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც გიორგი ვაშაძეს NDI-ს კვლევის მიმართ აქვს.
მიქანაძე ოპოზიციონერი ლიდერის ორმაგ სტანდარტებს უსვამს ხაზს.
“ის კვლევები, რომელიც მათ უწერს რეიტინგის თვალსაზრისით არარსებულ ციფრებს, ეს მათთვის მისაღებია, ხოლო ის კვლევები, რომელიც უწერს ისეთ მონაცემებს, რომელიც ბარიერის გადალახვის კითხვის ნიშანსაც აყენებს, ეს მათთვის მიუღებელია. რას ამბობს “ნაციონალური მოძრაობა” და მათთან დაკავშირებული პირები, რეალურად, ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის.
NDI-ს კვლევა რომ რეალობისგან აცდენილია მმართველ პარტიასთან მიმართებაში, ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას” და მის შენაერთებს, არ უნდა გაუკვირდეთ, რომ მათი რეიტინგი დღითიდღე კლებულობს, გამომდინარე იმ შიდა დაპირისპირებიდან, არასერიოზულობიდან და ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების აცდენიდან,”-აცხადებს გივი მიქანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს