ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, დაკარგეს საარჩევნო ნომრები.
ამის შესახებ 9 აგვისტოს ცენტრალური საარჩენო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
#5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერი იყო ორი ათეული წელი – ამჯერად ამ ნომრით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, ხოლო “კოალიცია ცვლილებებისთვის” საარჩევნო ნომერი 4 ერგო პარტიას “ქართველი ერთობა”.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და “კოალიცია ცვლილებებისთვის” მიმართეს ცესკოს რიგითი ნომრების გამოყენებაზე, თუმცა არ მიუმართავთ არჩევნებში მონაწილეობაზე, ამიტომაც ცესკომ მათი საარჩევნო ნომრები წილისწყრაში გაათამაშა.
კალანდარიშვილის თქმით, 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა ცესკოს არჩევნებში ნამონაწილეობისთვის.
