„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის პოლიტსაბჭოს სხდომაზე წევრებს გაფართოების ინიციატივას წარუდგენს.
აღნიშნული ინიციატივა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, “გამარჯვების პლატფორმის” ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას დღესვე ექნება კონკრეტული ინფორმაციები იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად, იქნება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს