„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომაზე ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომაზე, მიწვეული არიან ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე.
საგამოძიებო კომისიის მომავალი სხდომა 21 თებერვალს, 10:00 საათზე გაიმართება.
როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიწვეული პირები დღეიდან მიიღებენ ოფიციალურ შეტყობინებებს.
„წამყვანი თემა იქნება 2003-2012 წლებში გამართული სხვადასხვა დონის , მაგრამ მოცემულმა პირებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ მათთან გასაუბრება არ იქნება მხოლოდ არჩევნებით შემოფარგლული. ყველა ის საკითხი, რომლის შესახებაც ჩვენ გვექნება ინფორმაცია, რომ მოცემული პირები ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ ან ჩართული იყვნენ სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა თუ მოწესრიგებაში, ჩვენ უფლება გვექნება, რომ არჩევნების მიღმაც დავუსვათ არაერთი კითხვა“, – განაცხადა წულუკიანმა სხდომაზე.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე მოუსმინა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილს, -ს წარმომადგენელ გიორგი სანტურიანს, პროკურატურის წარმომადგენელ ირაკლი ნადარეიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას