„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არც ფერი უცვლიათ და არც სახე. გუშინდელი მათი მცდელობა პროვოკაციის მოხდენის იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე სტრასბურგში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე განხორციელებულ ბულინგს ეხმიანება.
როგორც მან აღნიშნა, გუშინდელი მცდელობა პროვოკაციის მოხდენის იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არც ფერი უცვლიათ და არც სახე. მისივე თქმით, ოპოზიციამ ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მთელ საზოგადოებას აჩვენა რეალური სახე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არც ფერი უცვლიათ, არც სახე უცვლიათ. ის ბულინგი, ზიზღის ენა, ის მართლაც მიუღებელი და წარმოუდგენელი გამოხატულება, რომელიც არანაირად არც ადამიანობაში და არც რაიმე ჯანსაღ კონტექსტში ჯდება, მათგან ეს ყველაფერი არის შორი და გუშინდელი მათი მცდელობა პროვოკაციის მოხდენის იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება. მათ ვერაფერი ვერ მოიგეს ამით, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ მთელ საზოგადოებას აჩვენეს მათი რეალური სახე და ის მიზნები და ის ძრახვები, რომელიც მათ ამოძრავებთ არამარტო კონკრეტული მმართველი ჯგუფთან და მის წარმომადგენლებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ქვეყანასთან და საზოგადოებასთან მიმართებაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში