„ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრაღაში შეხვედრებს მართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ში შეხვედრებს მართავს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, იგი საქართველო-ჩეხეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, ონდრეი კოლარს შეხვდა.
„კოლარი ჩეხეთის პარლამენტის წევრია პარტია „ტოპ-09“-დან, რომელიც მმართველ კოალიციაში შედის. საუბრის თემა საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე გადასადგმელი რეფორმები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია. ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ