„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ჩხრეკის დროს 5 ადამიანი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ჩხრეკის დროს 5 ადამიანი დააკავეს.
ამის შესახებ ნეტგაზეთს თამარ კორძაიამ განუცხადა.
მისი განცხადებით დაკავებულები ენმ-ის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები არიან: დავით გედენიძე, ვახტანგ გაგნიძე, საბა ბირკაია, ირაკლი არდია და მიხეილ ჯანიკაშვილი.
დღეს, 4 დეკემბერს, პოლიციამ ოპოზიციური პარტიების: „გირჩი-დროას“, „ახალის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები გაჩხრიკა. ჩხრეკის დროს “ახალის” ლიდერი საკუთარი პარტიის ოფისთან დააკავეს. დაკავებულია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, გელა ხასაიაც.
ასევე გაჩხრიკეს ჯგუფ “დაიტოვეს” ლიდერების, ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მღებრიშვილი: და თქვენც თუ გკითხათ ოდესმე მათმა შვილმა, იცნობდით თუ არა მას, უპასუხეთ რომ იცნობდით და მას ძალიან, ძალიან მაგარი დედა, ან მამა ჰყავდა. უპასუხეთ და ერთი წამით არ იფიქროთ რომ ტყუილს ამბობთ