„ნაციონალური მოძრაობის“ იურისტი – პარტიის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიების მხოლოდ 187-ე მუხლით დაწყება არასწორია – იკვეთება კერძო საკუთრებაზე წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტის, ლაშა ტყეშელიაძის განცხადებით, პარტიის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიების მხოლოდ 187-ე მუხლით დაწყება არასწორია, „რადგან კერძო საკუთრებაზე წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა იკვეთება“.
მისი თქმით, გამოძიება გუშინვე უნდა დაწყებულიყო, როდესაც დანაშაული მოხდა.
„გამოძიება დაიწყო მხოლოდ 187-ე მუხლით და 187-ე მუხლით მხოლოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან აქ პირდაპირ იკვეთება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა კერძო საკუთრებაზე. ეს იყო ჯგუფური და ორგანიზებული თავდასხმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მხოლოდ ჯგუფური კი არა, წინასწარ ორგანიზებული ჯგუფი მოვიდა და დაესხა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს“, – განაცხადა ლაშა ტყეშელიაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის