„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

„საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა (IDU) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩაიარა, რის შემდეგაც ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია.
„2024 წლის 26 ოქტომბრის მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებული საპარლამენტო სა და საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ განცხადების ფონზე, საქართველო სრულმასშტაბიან კონსტიტუციურ, პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების კრიზისში ჩაეფლო;
რადგან მშვიდობიანი პროტესტები სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტერორით იჩაგრება;
რადგან საქართველოს ერთპარტიულმა „პარლამენტმა“ შექმნა „საგამოძიებო კომისია“, რათა სამართლებრივი მექანიზმები იარაღად გამოეყენებინა დემოკრატიული ძალების, კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნისთვის;
რადგან მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ სასჯელის მოხდის შეკრებითობის პრინციპი გამოიყენა, რათა სთვის, რომელიც სამ წელზე მეტია პოლიტიკური პატიმარია, ახალი 12,5 წლიანი სასჯელი მიესაჯა.
რადგან რამდენიმე ქვეყანამ ორმხრივი სანქციები დააწესა ქართველი თანამდებობის პირების მიმართ; და ევროპის საბჭომ შეაჩერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გამარტივებული რეჟიმის შეთანხმების ნაწილები,“- წერია რეზოლუციაში.
ამასთან, „საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირი (IDU) სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს ახალი საპარლამენტო არჩევნების კონკრეტული თარიღი დანიშნოს”
„საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი:
· კიდევ ერთხელ ადასტურებს სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ ლეგიტიმური დემოკრატიული უფლებებისთვის, ევროპული მომავლისთვის და ს ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში;
· გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს, მის ავტორიტარიზმში გაგრძელებულ დაღმასვლას და რუსეთის ორბიტისკენ სწრაფვას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას; მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა რეპრესიული კანონმდებლობა და დაასრულოს ტერორის გამოყენება საკუთარი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ;
· მოითხოვს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისასტიკისა და ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაში ბრალდებულმა დამნაშავეებმა კანონის წინაშე პასუხი აგონ;
· მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაადგინოს ახალი, საპარლამენტო არჩევნების კონკრეტული თარიღი, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, იმოქმედებენ პოლიტიკური ჩარევის გარეშე;
· მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, განახორციელონ მკაფიო პოლიტიკა, რომელიც ორ ძირითად პრინციპს დაეფუძნება: (ა) რეჟიმის ფინანსური სასიცოცხლო მნიშვნელობის შემცირება, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტებისადმი მოთხოვნით, შეაჩერონ ფინანსური თანამშრომლობა არალეგიტიმურ მთავრობასთან ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე; და (ბ) სანქციების დაწესება რეჟიმის მმართველი ელიტებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ „უკუსვლაზე”, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე;
· მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, დაუყოვნებლივ შემოიღონ კოორდინირებული სანქციები სა და მისი ოჯახის, კომპანიებისა და ხელშემწყობი ქსელის წინააღმდეგ და გაყინონ ივანიშვილის ყველა აქტივი; მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, მიიღონ ზომები ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ SWIFT-ისა და Visa/MasterCard-ის ქსელებიდან გათიშვის მიზნით და დააწესონ სექტორული სანქციები იმ ბიზნესებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით სპილენძის მადნებსა და ფერადი ლითონების სფეროში ჩართულ ბიზნესებზე,“ – წერია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ IDU-ს ფორუმში, რომელიც ბრიუსელში იმართება, „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე მონაწილეობენ.
“საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის“ სამიტმა საქართველოს შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო. სამიტს ესწრებიან ლიდერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული რეზოლუცია გამოხატავს ცალსახა მხარდაჭერას ჩვენი საზოგადოების, პოლიტპატიმრების მიმართ, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. რეზოლუცია გამოხატავს მხარდაჭერას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მასში ნათქვამია, რომ ის არის პუტინის პატიმარი. შესაბამისად, რეზოლუცია მის გათავისუფლებას მოითხოვს. რაც მთავარია, ყველა აცნობიერებს, რომ “ოცნებამ” ქვეყანაში დიქტატურა დაამყარა. რეზოლუცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ამისთვის “ოცნებამ” ფასი გადაიხადოს – კონკრეტულად, უნდა დაუწესდეთ სანქციები.
მათ საქართველოს ევროპულ მომავალს უღალატეს. შესაბამისად, ისინი უნდა დაისაჯონ – ასეთია აქ მყოფთა ლიდერების ძალიან დიდი ნაწილის აზრი. “ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს ბრძოლას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რათა ქართველი ხალხის ხმა მიტანილი იყოს ყველგან, იქნება ეს ბრიუსელი, ვაშინგტონი თუ ნებისმიერი სხვა დედაქალაქი”, – განაცხადა ირაკლი ქავთარაძემ.