„ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს წევრი – ვუერთდებით დღევანდელ კოლონას, წალენჯიხიდან დაძრულ ჩვენს თანამებრძოლებს

ვუერთდებით დღევანდელ კოლონას, წალენჯიხიდან დაძრულ ჩვენს თანამებრძოლებს – ასობით ათასობით ხელმოწერა მიგვაქვს, რომ კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ სალომე ზურაბიშვილს საპყრობილიდან გაათავისუფლოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს წევრმა, ბექა ქორჩილავამ განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს და ს პრეზიდენტის, ს „პირადი ტყვე“.
„მიხეილ სააკაშვილის გუნდის წარმომადგენლებმა შიდა ქართლიდან ათასობით ხელმოწერა შევაგროვეთ ერთადერთი მოთხოვნით – მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, რომელიც არის პუტინის და ს პირადი ტყვე. დღევანდელ კოლონას ვუერთდებით, წალენჯიხიდან დაძრულ ჩვენს თანამებრძოლებს, ასობით ათასობით ხელმოწერა მიგვაქვს, რომ კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილი საპყრობილიდან გაათავისუფლოს“, – განაცხადა ბექა ქორჩილავამ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მომსახურების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…