„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ქვედა სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ქვედა სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე, პრეზიდენტ ს გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მიმართულების მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი მზარდია.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მზარდია საზოგადოების ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოება ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას სგან და სალომე ზურაბიშვილმაც უნდა გაიაზროს ქართული საზოგადოების ეს მოთხოვნა – აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან ჩვენი ევროინტეგრაციის, განვითარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებაა. ყველამ ვიცით, რომ ის არის პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო შესვა ევროპულ რელსებზე, საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროდასავლური საზოგადოების მხრიდან, რომელიც მრავლად არის საქართველოში წარმოდგენილი, არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება“, – განაცხადა ნარმანიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, გიორგი კუპატაძის განცხადებით კი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ხელი ასიათასობით ადამიანმა მოაწერა.
„გრძელდება ხელმოწერების შეგროვება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ასი ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ქართული საზოგადოების მზაობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე. ეს ერთი მხრივ ხელს უწყობს ამ ქვეყნის განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ, წინასაარჩევნოდ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რადგან მიხეილ სააკაშვილის მსგავსი მასშტაბის პოლიტიკური ფიგურის ყოფნა თავისუფლებაზე შეცვლის ყველაფერს პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ჩვენ, მოგვეცემა შესაძლებლობა ქართველ ხალხთან ერთად რეალურად მოვახერხოთ ცვლილებები და შევცვალოთ „ქართული ოცნება“ და გავუშვათ ისინი იქ, სადაც მათი ადგილია და დავიწყოთ ამ ქვეყნის აღმშენებლობა თავიდან“, – განაცხადა კუპატაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის