“ნაციონალური მოძრაობიდან” – “ქართულ ოცნებაში”- რა ბედი ელით პორტირებულებს? – “შაბათის ეთერმა” ივანიშვილის გუნდში იპოვა პოლიტიკოსები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც იკავებდნენ თანამდებობებს, თუმცა უდიდესი მათგანი ბიოგრაფიიდან წარსულის წაშლას შეეცადა.
მაგალითად ანზორ ბოლქვაძის 65 წლიანი ბიოგრაფიიდან, ათი წელი “ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირდება. სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის წარდგინებით ის ორჯერ გახდა პარლამენტის მაჟორიტარი წევრი.
გიორგი ვოლსკი სააკაშვილის არჩევის შემდეგ ერთი წელი ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში მუშაობდა. შემდეგ ორი წელი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. ამ უწყების დატოვების შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დასაქმებული.
“ქართული ოცნების” წევრების გარდა ბიოგრაფიიდან წარსულის ამოშლა დაიწყეს სატელიტი პარტიის წარმომადგენლებმაც. ეკა სეფაშვილმა პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დაიწყო. ის სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა.
დეპუტატი მარიამ ლაშხი, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მასონების საფრთხეებზე საუბრით მოექცა 2009 წელს ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის სამსახურში სპეციალისტად მუშაობდა. ორი წლით ადრე დასაქმდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტში ბაია კვიციანი. ქართული ოცნების მოსვლამდე კვიციანმა მუშაობა მოასწრო კულტურის სამინისტროშიც
გია ბენაშვილი 2003- 2005 გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. “ნაციონალუირი მოძრაობის” შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა ალეკო ტაბატაძეც.
საკუთარ წარსულთან მებრძოლების სიაშია ქართული ოცნების დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი, მაია ბითაძე, დეპუტატი სონღულაშვილი.