„ნაციონალური მოძრაობა“ წერეთლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წერეთლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
დღეს, გენერალურ პროკურატურასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგი გამართეს და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით პროკურატურას წერილობით მიმართეს.
„კახი კალაძის კორუფციული სქემები არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყებოდა, მან ათეულობით მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა „ქართული ოცნების“ გარდაბნის საკრებულოს წევრს. ვხედავთ, რომ ეს თანხა არის მითვისებული, გაფლანგული და მოპარული. დღეს, როდესაც კალაძეს არ ეყო აღნიშნული თანხების მოპარვა, უკვე ააგო ახალი კორუფციული სქემა და „ქართული ოცნების“ შემომწირველებს, ს მეგობარს გაუფორმა 17 მილიონიანი ხელშეკრულება, ეს არის კორუფცია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, პროკურატურამ ეს ადამიანები უნდა დაიბაროს და გამოძიება დაიწყოს“, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
„მივმართავთ თბილისის მერს, ს, უახლოეს დღეებში ტარდება საკრებულოს სხდომა, მოვუწოდებთ მას, მოვიდეს და პასუხი გასცეს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კითხვებს, რომელიც მის მიმართ არსებობს, არამედ თბილისელების კითხვას წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მათ შორის დიღმის ჭალებთან, ვარკეთილის ჭერთან, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. კიდევ ძალიან ბევრი კორუფციული დანაშაულის გახსენება შეიძლება. იმის მაგივრად, რომ პათეტიკური კომენტარები გააკეთოს და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს, მას აქვს პასუხისმგებლობა, კონკრეტულ ბრალდებებს გასცეს პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეჭვი გვეპარება, რომ მას გამბედაობა ეყოფა, რომ მოვიდეს და პასუხი გასცეს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – დღევანდელი საქართველო არ არის 2013 წლის უკრაინა, ეს არის სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებით, მტკიცე ძალოვანი სტრუქტურებით და აქ შეუძლებელია იმ სცენარის გათამაშება, რითაც დაღუპეს უკრაინა