“ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან ცალკე შეხვედრას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ს თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი უარს აცხადებს მივიდეს ენმ-ის ფრაქციის სხდომაზე, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესის ფარგლებში.
„ივანიშვილის გამდიდრებული ხელისუფლება ემალება ხალხს და ფაქტობრივად უპრეცედენტო რამ ხდება საქართველოს პარლამენტში. ხელისუფლება უარს აცხადებს, მოვიდეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე და ის ვალდებულია, რომ მოვიდეს. ვერ გაიხსენებთ უახლოეს პერიოდს, როდესაც ისინი უარს ამბობდნენ ფრაქციასთან მოსვლაზე.
რას გაურბიან ივანიშვილის მიერ დანიშნული ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩვენ გვაქვს კითხვები, ცხადია”, – უთხრა მედიას პარლამენტში ლევან ხაბეიშვილმა.
როგორც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, ს „ოცნება” უარს აცხადებს ხალხთან, მოსახლეობასთან და არა პარტიასთან კომუნიკაციაზე. „ემალებიან ყველა წესს და იმალებიან, რეგლამენტის დარღვევით. მოუწევთ ხალხს გასცენ პასუხი, რატომ იმალებიან. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, მათ შორის – კომიტეტებს და ყველა კითხვას დავსვამთ”, – თქვა ხაბეიშვილმა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ფრაქციები განიხილავენ საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 7 თებერვალს პლენარულ სხდომათა დარბაზში მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ:
· ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
· ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები.
8 თებერვალს გაიმართება ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან” და პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალასთან” შეხვედრა.
ამავდროულად მთავრობის მომავალ შემადგენლობას უსმენენ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის” თავმჯდომარის, ს თქმით, ოპოზიციასთან დანიშნული შეხვედრა არ გაუქმებულა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს პარლამენტის აპარატში, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოითხოვა მთავრობის წევრობის კანდიდატებთან ცალკე შეხვედრის გამართვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ მათ განუმარტა, რომ უკვე გაწერილია სხდომების დღის წესრიგი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ს გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მ 2 თებერვალს პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი იცვლება. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანია.

ასევე დაგაინტერესებთ