„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიას მოუწოდებს მდინარე ხევძმარას ხეობის ნაცვლად, დაზარალებულ 116 ოჯახს ადეკვატური, უსაფრთხო ტერიტორია შესთავაზოს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თბილისის საკრებულოს კერძო საჩივარი კახი კალაძის მორიგ მავნებლურ მშენებლობაზე, რომელიც ეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 116 ოჯახს. “ოცნება” თავისთვის საუკეთესო ტერიტორიებს იმეტებს, ამ ოჯახებისთვის კი გაიმეტა მიწის ნაკვეთი მდინარე ხევძმარას ხეობაში, კოლექტორზე, რომელიც საფრთხის შემქმნელია. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გამოეყოთ ამ ადამიანებს ხევის ნაცვლად ადეკვატური, უსაფრთხო ტერიტორია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა ირაკლი ეძგვერაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლილე ლიპარტელიანის თქმით, აღნიშნულ ხეობაში მოსახლეობის დასახლება ერთი მხრივ უსაფრთხოების ნორმებს, მეორე მხრივ კი „მწვანე ქალაქის“ კონცეფციას ეწინააღმდეგება.
„გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 13 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი, რომელიც ეხება კახი კალაძის მორიგ მავნებლურ მშენებლობას თბილისში.
კერძოდ, საქმე ეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 116 ოჯახს. ოჯახებს, რომლებიც სახელმწიფომ აღიარა დაზარალებულებად და 30 წელზე მეტია ელოდებიან საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
კორუფციულმა „ოცნებამ“ გამონახა საუკეთესო ტერიტორიები სთვის, სთვის, ნოშრევან ნამორაძისთვის, „ქართული ოცნების” ოფისისთვის და მათი საახლობლოს თუ შემომწირველებისთვის, თუმცა ამავე დროს, დაზარალებული ოჯახებისთვის გაიმეტა მიწის ნაკვეთი მდინარე ხევძმარას ხეობაში, 16 000 კვადრატული კოლექტორზე, სადაც, ერთი მხრივ, საფრთხე ემუქრება და რისკის ქვეშ დგება ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მეორე მხრივ, ეწინააღმდეგება დედაქალაქის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის გენერალური გეგმის მკაფიო პრიორიტეტს, „მწვანე ქალაქის“ კონცეფციას, მცირე მდინარეების გახსნის და მათ გარშემო მწვანე, სარეკრეაციო სივრცეების განვითარებას.
ახლა კი მივმართავთ ს და მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ გამოეყოთ ამ ადამიანებს ხევძმარას ხეობის ნაცვლად, ადეკვატური, უსაფრთხო ტერიტორია, რათა დაზარალებულებმა, რომლებიც ათწლეულებია ელოდებიან საცხოვრებლით უზრუნველყოფას, იცხოვრონ უსაფრთხო და კეთილმოწყობილ გარემოში.
ფუნქციური ზონის ცვლილება არ ნიშნავს ფუნქციის დაკარგვას, კოლექტორში მოქცეულიც, ხევძმარა, მდინარეა. შესაბამისად, ხეობას დაუბრუნდეს 2019 წელს დაკარგული სარეკრეაციო ზონის სტატუსი და განვითარდეს ფუნქციის შესაბამისად”, – განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.
ამასთან, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ მერიას მოუწოდა, გამონახოს ისეთი ტერიტორია, სადაც ადამიანები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ.
„მთავარი არის აქ ის გარემოება, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ თუ რას აკეთებს თბილისის მერია. აბა, თვითონ თუ იცხოვრებენ ან თავიანთ ახლობლებს თუ აცხოვრებენ ისეთ გარემოში, სადაც უპირებდნენ ამ დაზარალებულ ადამიანებს საცხოვრებელი სახლის აშენებას. პირდაპირ მდინარის კოლექტორზე და პირდაპირ ხეობაში უნდოდათ, რომ აეშენებინათ 10 -სართულიანი შენობა და წარმოიდგინეთ ახლა ადამიანები, რომლებიც ათი წელია ელოდებიან, რომ თავიანთი საკუთარი სახლი ჰქონდეთ. ისევ შეიძლება ისეთი უბედურება დატრიალდეს და ჩვენ მოვუწოდებთ მერიას, რომ მონახონ ალტერნატიული ფართი, ნორმალური საცხოვრებელი გარემო, სადაც ამ ადამიანებს შეეძლებათ მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრება“, – განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.
ლილე ლიპარტელიანისა და ირაკლი ეძგვერაძის განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ