“ნაციონალური მოძრაობა” დაშლას გააგრძელებს, ვინაიდან ვარდნის დროს შეჩერება შეუძლებელია” – არჩილ თალაკვაძე

“ნაციონალურ მოძრაობას” რაც დარჩა, ნელ-ნელა აცლიან ამ ყველაფერს და მიმდინარეობს ამ რესურსის გადაზიდვა სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებაში,” – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ “ნაცმოძრაობიდან” წევრების გამოყოფის პროცესი. თუმცა, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ დაჯგუფებებს ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალებად არ მიიჩნევს.
“ნაციონალური მოძრაობა” დაშლას გააგრძელებს, ვინაიდან შეჩერება ვარდნის დროს არის შეუძლებელი და ეს პარტია ახლა არის ვარდნის პროცესში. “ნაციონალური მოძრაობა” არის უპერსპექტივო პარტია, ძალიან დაზიანებული და უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფიით.
ოპოზიციის შიგნით მიმდინარეობს გადალაგება. “ნაციონალურ მოძრაობას” რაც დარჩა, ნელ-ნელა აცლიან ამ ყველაფერს და მიმდინარეობს ამ რესურსის გადაზიდვა სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებაში, რომელშიც არიან ძალიან დაბალპროცენტიანი ლიდერები და პარტიები, ერთმანეთს უწევენ წნევას, მაგრამ საერთო ჯამში, ამ დაჯგუფებას აქვს ძალიან დაბალი წნევა,”- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ მ “ნაციონალურ მოძრაობა” დატოვა და ახალ პარტიას ქმნის. ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაზე მუშაობის დაწყებას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, მხარდამჭერებთან ერთად, დღეიდან აანონსებს, თუმცა კონკრეტული ვადები არ სახელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა – თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც

საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად ცვალებადია. ამ ვითარებაში მშვიდობა სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. სუს-ის ამოცანაა მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის