“ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” – მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, პროვოკაციებისა და გართულებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება

მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთობლივი განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე განცხადებით, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.
„მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება. ჩვენ მზად ვართ, სხვა ნებისმიერ დღესაც დავესწროთ კომიტეტის სხდომას.
29 აპრილს საკომიტეტო მოსმენის დანიშვნა, მაშინ როცა ყველამ იცის, რომ ეს პროცესი იწვევს ბუნებრივ პროტესტს, არის პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან, მითუმეტეს როდესაც თვითონ „ქართულ ოცნებას“ იძულებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და დაანონსებული აქვთ კონტრ აქცია.
თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 29 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგში ასახულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მათიკაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ არა სანქცირების და ურთიერთობების გაუარესების კუთხით, არამედ დაახლოების კუთხით იქნება ხვალინდელი და ზეგინდელი დღეს გამოყენებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში