ნაცემი ახალგაზრდები იზოლატორში ამ დრომდე არ არიან გადანაწილებულები

სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდები იზოლატორში ამ დრომდე არ არიან გადანაწილებულები.
მას შემდეგ, რაც თბილისში წინასწარი მოთავსების იზოლატორში დაკავებულებისთვის ადგილი აღარ აღმოჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისინი გორში, დუშეთში, ხაშურში და თელავში გადაანაწილა.
რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეების უფლებადამცველები ამ დრომდე ვერ შედიან იზოლატორში იმისთვის, რომ დაშავებული ახალგაზრდები მოინახულონ.
ამის ფონზე კი მესამე სექტორმა ერთობლივი განცხადება გააკეთა. NGO-ები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, რომ სამართალდამცველების წინააღმდეგ მოკვლევა დაუყოვნებლივ დაიწყოს.
ვიღებთ ცხელ ხაზზე ინფორმაციას დაკავებულების შესახებ. ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს ინფორმაცია 50-ზე მეტი პირის შესახებ. გვაქვს ინფორმაცია, რომ დაკავებულები არიან გადაყვანილები სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, გორში, ხაშურში, დუშეთში”, – ამბობს მესამე სექტორის წარმომადგენელი.
აქიის მონაწილეების სატიკი დარბევის შემდეგ გომელაურის უწყება თავის მართლებას ცდილობს. შინაგან საქმეთა მინისტრი ყველაფერს იმ აქციის მონაწილეებს აბრალებს, ვისაც მისი უწყების თანამშორმლები მთელი ღამის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდნენ.
გუშინდელ აქციაზე 63 პირია დაკავებული. ხელბორკილები დაადეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრ თედ ჯონასსაც. მასაც, როგოც ყველას, პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ