“ნაცებს” გვეძახიან და ამ დროს ბექა ოდიშარია სააკაშვილის სადღეგრძელოებს მაგიდაზე ასული სვამდა, კალაძე 7 ნოემბრის მერე მიშას გვერდზე ედგა” – ნანკა კალატოზიშვილი

“ნაცებს” გვეძახიან და ამ დროს სააკაშვილის სადღეგრძელოებს მაგიდაზე ასული სვამდა, კალაძე 7 ნოემბრის მერე მიშას გვერდზე ედგა” – ნანკა კალატოზიშვილი
უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა არ ცხრე­ბა მღელ­ვა­რე­ბა კა­ნონ­ზე “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ”. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი პრო­ტესტს აქ­ცი­ა­ზე გა­მო­ხა­ტავს. გა­ზეთ “კვი­რის თა­ო­ბა­ზე” მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე სა­უბ­რობს:

– როცა უკვე ხმის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბას არ გაძ­ლე­ვენ და “არა რუ­სეთ­საც” ვერ იძა­ხი, ხომ უნდა და­ფიქ­რდე, საით მი­ე­ქა­ნე­ბი და რა გე­ლის? უსამ­შობ­ლოს ეძა­ხი­ან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ამ სამ­შობ­ლოს იცა­ვენ. აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვა არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს. წინა დარ­ბე­ვებ­საც ხში­რად იხ­სე­ნე­ბენ და არ შე­იძ­ლე­ბა ის აპ­რო­ტეს­ტო და ეს სი­ა­მოვ­ნე­ბას გგვრი­დეს, ან რე­აქ­ცია არ გქონ­დეს, რად­გან დღე­საც იგი­ვე ხალ­ხი გვარ­ბევს.

– ერთ-ერთი აქ­ცი­ის დროს პრე­ტენ­ზია ჰქონ­დათ სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც, რო­დე­საც გავ­რცელ­და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი აგ­რე­სი­უ­ლად ექ­ცე­ო­და მან­ქა­ნა­ში მსხდომთ, რა­მაც მათი პრო­ტეს­ტიც გა­მო­იწ­ვია…

– არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ იქ შე­მოგ­ზავ­ნი­ლიც ბევ­რი იყოს, გვი­ნა­ხავს ასე­თე­ბი. მა­გა­ლი­თად, ჭიშ­კარს ან­გრევ­დნენ, ზურა “გირ­ჩი” ჯა­ფა­რი­ძე ეუბ­ნე­ბო­და, ნუ ან­გრევ­თო და სპე­ცი­ა­ლუ­რად აკე­თებ­დნენ იმა­ვეს. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მე­დი­კო­სის ფორ­მა­გა­დაც­მუ­ლი ვი­ღაც და­დი­ო­და და ახალ­გაზ­რდებს მა­ლუ­ლად ფო­ტო­ებს უღებ­და. არა­ვის ინ­დო­ბენ და ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი არი­ან. რო­ბო­კოპს ხელ­ჯო­ხი­ა­ნი ბა­ბუა რომ გიდ­გას წინ და წი­წა­კის სპრე­ის შე­ას­ხამ, რა­ღა­ზეა სა­უ­ბა­რი? ბავ­შვებს ყვე­ლას ვუხ­სნით, რომ აგ­რე­სია არ შე­იძ­ლე­ბა. ბა­რი­კა­დე­ბი რომ აა­შე­ნეს და ნაგ­ვის ურ­ნე­ბი აა­ყი­რა­ვეს, მერე დი­ლის 5 სა­ათ­ზე და­ი­ა­რეს და იქა­უ­რო­ბას სა­კუ­თა­რი ხე­ლით ასუფ­თა­ვებ­დნენ. ვა­მა­ყობ მა­თით, ნა­გავს არ­სად არ ტო­ვე­ბენ. 29 აპ­რი­ლის კონ­ტრაქ­ცი­ის მერე ქა­ლა­ქი რას ჰგავ­და, კი გახ­სოვთ. ჩემ­თვის აქე­დან იწყე­ბა ზრუნ­ვა იმ გა­რე­მო­ზე, რო­მე­ლიც გიყ­ვარს. ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლია, რომ 29-ში ჩა­მოყ­ვა­ნილ ადა­მი­ა­ნებს არც ერთი მთავ­რო­ბის დროს არ ეღირ­სათ ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, არ­ჩევ­ნე­ბი­დან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, გა­ჭირ­ვე­ბის გამო, ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ და­დი­ან. ზე­მო­დან, სცე­ნი­დან, მი­ლი­ო­ნე­რე­ბი და მი­ლი­არ­დე­რე­ბი იმ ღა­რიბ ადა­მი­ა­ნებს უხ­სნიდ­ნენ, თუ რო­გო­რი კარ­გი ცხოვ­რე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. როცა აქ­ცი­ა­ზე მი­დი­ხარ და სა­ხეს არ აჩენ, რა­ღა­ზეა სა­უ­ბა­რი. აქ­ცი­ა­ზე იმი­ტომ მივ­დი­ვარ, რომ ჩემი პო­ზი­ცია და­ვა­ფიქ­სი­რო, თა­მა­მად ვდგა­ვარ. ამათ თვი­თო­ნაც ხომ იცი­ან, რო­გორ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს უმე­ტე­სო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნი მთავ­რო­ბე­ბის­თვის მხო­ლოდ ციფ­რე­ბი, სტა­ტის­ტი­კა არი­ან და არა ადა­მი­ა­ნე­ბი. ესაა მტკივ­ნე­უ­ლი.

– მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კვლავ ორად გა­იხ­ლი­ჩა და კი­დევ უფრო უა­რე­სი – თა­ო­ბე­ბად და­ი­ყო. ორი­ვე მხა­რეს ქარ­თვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე დგას და ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ასე­თი აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნა დიდი უბე­დუ­რე­ბაა. დი­ლე­მა, რომ­ლის წი­ნა­შეც ვდგა­ვართ, სწო­რედ ორი­ვე მხა­რის ლი­დე­რებ­მა უნდა გა­დაჭ­რან.

– კი, ეგ ტრა­გე­დი­აა და ამა­ზე მუ­შა­ო­ბენ, 12 წე­ლია მეტი კი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ, “ნა­ცებს” გვე­ძა­ხი­ან, გვა­მუ­ნა­თე­ბენ და ამ დროს ხა­რე­ბა და მუ­რუ­სი­ძე ჰყავთ გვერ­დით, პარ­ლა­მენ­ტში ნა­ხე­ვა­რი გა­ქო­ცე­ბუ­ლი “ნაცი” არ ზის? ბექა ოდი­შა­რია მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლო­ებს მა­გი­და­ზე ასუ­ლი სვამ­და, კახა კა­ლა­ძე 7 ნო­ემ­ბრის მერე მი­შას გვერ­დზე ედგა. ახლა მიტ­რი­ალ­დე­ბი­ან და მე მე­უბ­ნე­ბი­ან, ვი­ღა­ცის გვერ­დით ქუ­ჩა­ში ნუ დგა­ხა­რო? იმ­დენს ნუ და­ა­შა­ვებ, რომ აღარ მა­ინ­ტე­რე­სებ­დეს ქუ­ჩა­ში ვინ დგას, იმი­ტომ, რომ მე ვე­რა­ვის გა­და­შე­ნე­ბას ვერ და­ვე­ლო­დე­ბი, ისე­დაც ბევ­რი რა­მაა გა­სა­გე­ბი – “ნა­ცე­ბი” და “ქო­ცე­ბი” ერ­თმა­ნეთს ასულ­დგმუ­ლე­ბენ, ზი­ზღი­სა და ნგრე­ვის მეტი არა­ფე­რი უკე­თე­ბი­ათ, ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს გა­და­კი­დეს. “ნა­ცე­ბის” ამომ­რჩე­ვე­ლი “ქოც” პუ­ტი­ნისტს მე­ძა­ხის, არა­ევ­რო­პელ­სა და კაც­თმო­ძუ­ლეს, სა­შინ­ლად მლან­ძღავს მე­ო­რე მხა­რეც. მე ჩემი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მაქვს და არ შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას მოვ­წონ­დე.

– რა იყო ის მთა­ვა­რი ბიძ­გი, რა­მაც აქ­ცი­ა­ზე გა­გიყ­ვა­ნათ?

– პი­რო­ბა და­დეს, რომ ამ კა­ნონს არას­დროს და­უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, და იმა­ზე ხომ უნდა და­ფიქ­რდე, რა­ტომ შე­მო­აბ­რუ­ნეს. ამის მი­ზე­ზი რუ­სე­თია, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ იმა­ზე, რაც ამ კა­ნონ­ში წე­რია და რო­გორ იც­ვლე­ბო­და მუხ­ლე­ბის მი­ხედ­ვით რუ­სეთ­ში. მე ის უფრო მა­ინ­ტე­რე­სებს, რაზე იხარ­ჯე­ბა ჩემი ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი, სა­დაც უცხო­ე­ლი დო­ნო­რე­ბი თან­ხებს რი­ცხა­ვენ. სად წა­ვი­და ის 600-ათა­სი დო­ლა­რი, რო­მე­ლიც გე­ლა­თის რეს­ტავ­რა­ცი­ის­თვის იყო გა­მო­ყო­ფი­ლი და დღეს თავ­ზე მენგრე­ვა; მუ­ზე­უ­მის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 2 მი­ლი­ო­ნი და ა.შ. სად მი­დის ეს თან­ხე­ბი? სოფ­ლებ­ში გზაც კი უცხო­უ­რი გრან­ტე­ბი­თაა გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი, თო­რემ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ისე­დაც გამჭვირ­ვა­ლე შე­მო­სავ­ლე­ბი აქვთ და აქამ­დეც აკონ­ტრო­ლებ­დნენ, და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი შე­ი­მუ­შა­ონ და არა ეს კა­ნო­ნი, რომ­ლი­თაც სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა იზღუ­დე­ბა. თუ ამ კა­ნონს იმის­თვის ვი­ღებთ, რომ უცხო ქვეყ­ნის გავ­ლე­ნა არ დო­მი­ნან­ტობ­დეს ქვე­ყა­ნა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, ლო­ბის­ტუ­რად, მა­შინ დღე­ვან­დე­ლი მოქ­მე­დი მტე­რი ჩა­წე­რონ – რუ­სე­თი და ყვე­ლა ის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ჩემი ქვეყ­ნის მთლი­ა­ნო­ბას არ აღი­ა­რებს. ევ­რო­კავ­შირ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ რა­მე­ნა­ი­რად დღე­ვან­დელ დღემ­დე მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერთ სიბ­რტყე­ზე და­ვა­ყე­ნო ის და რუ­სე­თი? ჩა­წე­რონ რუ­სე­თიც და ხმას აღარ ამო­ვი­ღებ. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აქ უპ­რობ­ლე­მოდ ცხოვ­რო­ბენ და ჩემი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­ში გარ­ბი­ან. 29-ში აქ­ცი­ა­ზე მდგომ ხალ­ხს მო­ე­კი­თხა, რა­ტო­მაა ფა­სე­ბი, გა­და­სა­ხა­დე­ბი ევ­რო­პა­ზე ძვი­რი?

– თქვე­ნი აზ­რით, პრო­ტეს­ტი რა შე­დეგს მო­ი­ტანს? გა­მო­სა­ვა­ლი რა­შია?

– ვა-ბანკზე მი­დი­ან და ესაა სა­ში­ნე­ლე­ბა. ვინც არ უნდა მო­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ხალ­ხმა ერთხელ მა­ინც უნდა ას­წავ­ლოს ჭკუა, რათა და­დე­ბუ­ლი პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლე­ბი­ნოს. მე­რამ­დე­ნედ და­არ­ღვი­ეს პი­რო­ბა? ღირ­სე­ბით ევ­რო­პის­კე­ნო, რომ ამ­ბო­ბენ, რო­გორ მი­დი­ხარ ღირ­სე­ბით, როცა მთე­ლი ევ­რო­პა გე­უბ­ნე­ბა, ამ კა­ნო­ნით ვერ შე­მოხ­ვა­ლო?

წყარი: kvirispalitra.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გარდა იმისა, რომ ეს ცვლილებები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ეხება, რამდენად აუცილებელი და სავალდებულო ამ ცვლილებების მიღება ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით?

მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება მუდმივად დადებითად აირეკლება ეკონომიკაში, მოქალაქეთა ცხოვრებაში, იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს, უფრო გვაახლოებს ქართველთა სანუკვარ იდეასთან – გამთლიანებასთან

მისასალმებელია, თუ ევროკავშირი გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როდესაც ჩვენს არჩევნებში გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ, ხან ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ?!