“ნაცარი რო დაგვიმთავრდება გემს მივხედოთ, გემს!” – სარიშვილი

მიდის კოკისპირული თავზე ნაცრის დაყრა – ქოცებს ნუ დავემსგავსებითო. თქვე ჩემზე თვრამეტჯერ ჭკვიანებო – ეგ საერთოდ ეგრე ხდება: როცა მონსტრს ებრძვი, დიდი საფრთხეა რომ თავად დაემსგავსო მას, და რაც უფრო ხანგრძლივია ეს ბრძოლა, საფრთხეც მატულობს და ამაზე პასუხისმგებელი პირველ და ბოლო რიგშიც რუსული ოცნებაა, რომელიც თესავს სიძულვილს, ბოღმას, ანადგურებს ყველაფერს რასაც კავშირი აქვს სიყვარულთან, ღირსებასთან. ამიტომ თვითგვემით ტკბობას ეგებ ჯობდეს ეს მონსტრი დავამარცხოთ დროზე სანამ მთელი ქვეყანა ერთ დიდ საგიჟეთად გადაქცეულა. ნაცარი რო დაგვიმთავრდება გემს მივხედოთ, გემს!