ნაღმზე აფეთქდა, თუ საკუთარმა ჯარისკაცებმა მოკლეს? – ში რუსი გენერლის სიკვდილის 3 ვერსია

უკრაინაში მებრძოლი რუსი გენერალი, სავარაუდოდ, ნაღმზე აფეთქდა. გენერალი ვლადიმერ ზავადსკი ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კრინოკის ოლქში დაიღუპა. თუმცა, ნაღმზე აფეთქების გარდა, გენერლის სიკვდილის სხვა ვერსიებიც არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, მას უკრაინული BTR-82A-დან ცეცხლი გაუხსნეს.
ასევე, კიდევ ერთი ვერსიით, ს შეიარაღებულმა ძალებმა შური იძიეს უმაღლეს სარდლობაზე იმის გამო, ისინი წინასწარ განწირულ შეტევაზე გაუშვეს და მიატოვეს.
ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ერთი დღით ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძოდნენ ს არმიასთან პოიმასა და კრინოკის რაიონებში. ასევე ცნობილია, რომ ამ მხარეში რუსებმა მასიურად ააფეთქეს ნაღმები, რის გამოც კრინკში ოკუპანტებს შორის ბუნტი ატყდა.