ნატო ჩხეიძე: კომენტარი თქვენთვის მომინდვია ჩემო ფბ მეგობრებო

“სერიიდან:
აბა შეხედეთ
გუშინ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა,„მთავარი არხის“ მუშაობას აჩერებს ზაზა ოქუაშვილი და მუშაობაში ხელს გვიშლის მისი წარდგენილი დირექტორი გიორგი ქურდაძეო.
სადემონსტრაციოდ მოიყვანა სადაზღვევოს მაგალითი და პათეტიკურად მოაყოლა:
„ ჩვენს თანამშრომლებს მისი წყალობით შეუჩერდათ ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სისტემატური ძალადობა მიმდინარეობს.“
ყველას და მეც დამაინტერესა რად და რატომ შეუდლიდა ხელს ქურდაძე მთავარი არხის თანამშრომელთა დაზღვევას და ა, გამოჩნდა ძაღლის თავიც:))
აგერ გიორგი ქურდაძის გასაჯაროებული წერილი სწორედ გაბუნიას ბრიფინგის მეორე დღეს რომ მისული მთავარში, სადაც სადაზღვეო კომპანიის დირექტორი მოითხოვს, რომ მთავარმა არხმა
“ დაუყოვნებლივ გადაიხადოს დავალიანება, რომელიც მთავარ არხს დაუგროვდა 2020 წლიდან დღემდე და რომლის რაოდენობა 818 921,51 ლარს შეადგენს.”
ასე წერია, 818 922,51 ლარი არის დავალიანებაო.
4 წელიაო.
მერე ესეც წერია:
და თუ არ გადაიხდით 31 დეკემბრამდე, ჩვენს შორის რომ ხელშეკრულებაა გაფორმებული, იმის მიხედვით ერთი წლის ვადაგადაცილებაზე ჯარიმის სახით დაემატება
90 081.37 ლარიო.
და აქედან რა გამოდის?
გამიდის ის, რომ
4 წელიწადია „მთავარი არხის“ დირექტორები გვარამია და გაბუნია არაფერს უხდიდნენ სადაზღვევო კომპანიას და ეს ბრალი გაბუნიამ გუშინ ქურდაძეს აჰკიდა, რომელიც კომპანიაში ამა წლის აპრილიდან არის მისული და რომელუც ლეგიტიმურად კითხულიბს: მე რა შუაში ვარო?..
და უველაფერი აქედან კიდევ ის გამოდის, რომ სადაზღვევოს აქამდე, მთელი 4 წლის მანძილზე არაფერი მოუთხოვია, არც ძირი და არც ჯარიმა და გოგი ქურდაძის მოსვლამ ისიც გადარია და აფრინა წერილი.
ახლავეო, მალეო, დაუყოვნებლივო.
კომენტარი თქვენთვის მომინდვია ჩემო ფბ მეგობრებო,” – წერს ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია