ნატო ჩხეიძე: ილაპარაკეს, როგორ არ ილაპარაკეს, მაგრამ უფრო სწორი ის არის, რომ ამ კანონზე პირველად რომან გოცირიძე ალაპარაკდა

“სერიიდან:
დეპუტატთა გალერეა
ივანიშვილმა უცხოეთში შეძენილი ნახატები კი შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში და ბიუჯეტში რომ არაფერი გადაიხადა. ე.წ. ოფშორების კანონი აძლევდა ამის უფლებასო, – გვეუბნებიან ფინანსთა სამინისტროდან.
ეს ის ოფშორების კანონია, შარშან 18 აპრილს რომ
მიიღო პარლამენტმა: “ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”
ახლა ყველა ოპოპარტია ერთმანეთს ასწრებს იმის აღნიშვნას რომ სწორედ შარშან ჩვენ პირველებმა ვილაპარაკეთ ამ კანონზეო.
ილაპარაკეს, როგორ არ ილაპარაკეს, მაგრამ უფრო სწორი ის არის, რომ ამ კანონზე პირველად ალაპარაკდა.
“ ევროოპტიმისტების” ჯგუფში იყო მაშინ ბატონი რომანი.
– რაღაც ჩქარი/ჩქარი მიმოსვლა და ჩურჩულ/ტუტუნია საფინანსო კომიტეტში და სხდომაზე უნდა ავიდე, გავიგო რა ხდებაო – მითხრა და აბრუნდა შენობაში.
მწვავე დროა, რუსული კანონის მიღების დღეებია და ყველა მის პროტესტზეა გადართული, ყველა და რომან გოცირიძეც, მაგრამ რომ იტყვიან, ყურები კისერზე აზის და არაფერი გამორჩება:))
გამოცდილება, გამჭრიახობა და გონიერება ხომ ეხმარება და ეხმარება რომ მმართველი პარტიის ყველა მზაკვრობა ჯერ გაიგოს, მერე გაშიფროს, იმავდროულად გააანალიზოს და მაშინვე ქვეყანას მოფინოს.
ჰოდა, უკან ბრუნდება და მეუბნება,
– ცუდი კანონი შემოაქვთ, არანაკლები ამ რუსულ კანონზე, საგადასახადო ამნისტიის კანონში მუხლს ამატებენ ოფშორებიდან შემონატანზეც ამნისტიას აკეთებენ ეს ოხრები და არავინ აღარ არის პარლამენტში ჩვენს მეტი და აჰა, გაეცანი და შენც გამოდი და როსტომმაც დასვას კითხვები, თირემ ძაან უხერხულია, ეს კანონო ასე სუფთად გაიტანონ, რომ შემპასუხებელიც არავინ იყოსო.
გამოვართვი კანონპროექტი, გავეცანით, კითხვებიც დავსვით და იმავე დღეს სესიაზეც გამოვედით.
ასე რომ, იმ დღესვე, 18 აპრილს პირველი რომან გოცირიძე იყო ამ თემის აღმომჩენიც, სახელის დამრქმევიც, “ ოფშორების კანონიო”, გამავრცელებელიც, სესიაზე ოპონენტიც და ტელევიზიებში ამბის ამტეხიც.
კანონს ცხადია, იმ დღესვე უყარეს კენჭი ორჯერ და მეორე დღეს მიიღეს.
ჩვენ რას შევაჩერებდით:))
მეორე დღიდან ცხადია, ყველანი ჩაერთვნენ ამ თემის გარჩევაში, ჩვენ ვიყავით პირვრლებიო ახლა რომ ამბობენ, ისინი ყველანი ჩაერთვნენ, აქტიურად ჩაერთვნენ, მაგრამ მხოლოდ მეორე დღიდან, რომან გოცირიძის მიერ მსწრაფლ ატეხილი ამბის მერე.
როგორც არაერთხელ
მომხდარა იმ აპრილამდეც და მას შემდეგაც…” – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.