ნატო-ში -ის ელჩი – თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უკვე უკრაინისკენ გზაშია – ბოლო ერთ თვეში, უკრაინელებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 20% მწყობრიდან გამოიყვანეს

თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უკვე უკრაინისკენ გზაშია, – ამის შესახებ ნატო-ში -ის ელჩმა, მეთიუ უიტეკერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ტრამპი მუშაობს, რომ უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს, მათ შორის, მას უფრო ღრმა დარტყმებისთვის გარკვეულ შესაძლებლობას აძლევს, რაც აშკარაა, რომ ეს შეიძლება მათ შეტევით მოქმედებებში დაეხმაროს. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში, უკრაინელებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 20% მწყობრიდან გამოიყვანეს“, – განაცხადა მეთიუ უიტეკერმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს გამოსაყენებლად „კიდევ ბევრი სხვა ბერკეტი“ აქვს, თუმცა დონალდ ტრამპმა იცის, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების შანსი უნდა შენარჩუნდეს.
„ეს ერთ ღამეში არ მოხდება. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ, რადგან მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც კარგია“, – აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია