ნატო ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში სამხედრო წვრთნებს იწყებს

ახლად გაფართოებული ნატო ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს იწყებს, რომელიც თითქმის ორ კვირას გაგრძელდება.
მედიის ინფორმაციით, Nordic Response 24-ში, რომელიც ფინეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ჩრდილოეთ რეგიონებში ჩატარდება, მონაწილეობას 13 ქვეყნის 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს, მათ შორის ნატო-ს ახალი წევრი ქვეყნის, ფინეთის 4 000-ზე მეტი ჯარისკაცი.
წვრთნების სხვა მონაწილე ქვეყნები არიან: ბელგია, გაერთიანებული სამეფო, კანადა, , საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი და .
მონაწილე ჯარების დაახლოებით ნახევარი წვრთნებს ხმელეთზე გაივლის, დანარჩენი კი – ზღვაზე. კერძოდ, ჩართული იქნება 50-ზე მეტი წყალქვეშა ნავი, ფრეგატი, კორვეტი, ავიამზიდი და სხვადასხვა სადესანტო ხომალდი, ხოლო ჰაერში – 100-ზე მეტი გამანადგურებელი, სატრანსპორტო თვითმფრინავი, საზღვაო სადაზვერვო დრონი და ვერტმფრენი. ერთობლივი წვრთნები სკანდინავიის რეგიონის დაცვასა და თავდაცვაზე იქნება ორიენტირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან