ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილეს

ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე მხარეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„უკრაინულმა მხარემ ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარონ, კერძოდ Patriot-ის სისტემებითა და რაკეტებით“, – აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული თავდასხმები დაგმეს.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?