ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა

ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული – ჯერ “რამშტაინის” ფორმატში, შემდეგ კი -ნატოს საბჭოს ფორმატში.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის დახმარების მხრივ მოკავშირეების ახალი ვალდებულებები დავინახეთ.
ნატოს წევრთა ჯგუფი უკრაინისთვის ერთი მილიონი დრონის გადაცემის მიზნით გამოვიდა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
კერძოდ, მან „დრონების კოალიციის“ პირველი შეთანხმება აღნიშნა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი და ლატვია ჩაუდგებიან სათავეში. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თითქმის ექსკლუზიური მიმწოდებელია და ს სამხედრო დახმარების 99%-ზე მეტს უზრუნველყოფს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ცალკე აღნიშნა, რომ ხშირად – როგორც დრონების შემთხვევაში – სამხედრო დახმარების მიწოდების მხრივ ლიდერობას არა , არამედ ევროპული წევრები იღებენ, რაც ასევე პასუხია ტრამპის მიერ გამოთქმულ წუხილზე, რომ ალიანსის ევროპული წევრები არასაკმარის დაფინანსებას გამოყოფენ თავდაცვის ხარჯებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს