,,ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს – ჩვენ რა თქმა, უნდა მზად ვართ ალიანსთან მჭიდრო პარტნიორობისთვის” – კობახიძე

ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზად არის ნატო-სთან მჭიდრო პარტნიორობისთვის.
„ნატო-ს გაფართოებაზე კეთდება საჯარო განცხადებები ნატო-ს ლიდერების მხრიდან, რომ ამ ეტაპზე ნატო-ს გაფართოება არ არის ის საკითხი, რომელიც აქტიურად შეიძლება, განიხილებოდეს, აქედან გამომდინარე, ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს. ჩვენ რა თქმა, უნდა მზად ვართ ნატო-სთან მჭიდრო პარტნიორობისთვის, ეს იყო ჩვენი ამოცანა აქამდეც და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.