დღევანდელ შეხვედრაზე ისტორიულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებისადმი მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-მ მთელი ამ ხნის განმავლობაში „ძალიან მძიმე ტვირთი ატარა და ალიანსის მე-5 მუხლის მიმართ წევრი სახელმწიფოების ურყევი ერთგულება ძლიერ გზავნილს წარმოადგენს“.
„ამ შეხვედრაზე ჩვენ ისტორიულ და ტრანსფორმაციულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რათა ჩვენი ხალხი ძლიერი, სამართლიანი და ლეტალური ნატო-ს მეშვეობით უფრო უსაფრთხო გავხადოთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრები თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 5%-მდე გაზრდიან, რაც ალიანსს კიდევ უფრო ძლიერს გახდის.
