ნატო-სთან ომს არ ვაპირებთ – ვლადიმერ პუტინი

დასავლეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შემდეგ ევროპაზე თავდასხმას გეგმავს სისულელე და ბოდვაა, რომელიც მიზნად ისახავს საკუთარი მოსახლეობის დაშინებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, -ის სატელიტებს დიდი, ძლიერი რუსეთის ეშინიათ, თუმცა რუსეთს ამ სახელმწიფოების მიმართ აგრესიული განზრახვა არ აქვს.
”ეს სრული სისულელეა – სხვა ქვეყნებზე თავდასხმის შესაძლებლობა უბრალოდ სისულელეა. ეს საკუთარი მოსახლეობის მოტყუების და ხალხისგან დამატებითი ხარჯების ამოღების კიდევ ერთი გზაა“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, რუსეთი ნატო-სთან ომს არ აპირებს და ეს უბრალოდ სისულელეა. პუტინის თქმით, აშშ-ის სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს 811 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო რუსეთის სამხედრო ხარჯები – 72 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
”ამ თანაფარდობის გათვალისწინებით, ვაპირებთ თუ არა ნატო-სთან ომს? ეს უბრალოდ სისულელეა. ჩვენ არავის შევხებივართ, ისინი თავად გვიახლოვდებოდნენ. ისინი გვიახლოვდებიან და მოგვიახლოვდნენ. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ უბრალოდ ვიცავთ საკუთარ ხალხს ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…