ნატო და აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსების ახალ მექანიზმზე მუშაობენ

„როიტერის“ ცნობით, ნატო და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსების ახალ მექანიზმზე მუშაობენ. ამის შესახებ სააგენტო სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მექანიზმის არსი შემდეგია – შეადგენს ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო საჭიროებების სიას, ე.წ. პრიორიტეტული მოთხოვნების სიას უკრაინისთვის. თითოეული ასეთი პაკეტის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს.
რომელიმე ევროპული ქვეყანა თუ მზად იქნება, ამ სიიდან უკრაინას რაიმე სახის შეიარაღება გადასცეს, მას შეეძლება, აშშ-ში შეიძინოს ანალოგიური სისტემები, რათა საკუთარი მარაგები შეავსოს და ეს ყველაფერი გრძელი ბიუროკრატიული პროცედურების გვერდის ავლით მოხდება. თუმცა ასეთი შესყიდვები უნდა დაფინანსდეს წინასწარი გადახდით.
ამასთან, ევროპის ქვეყნები ასევე შეძლებენ ამერიკული შეიარაღების შეკვეთას პირდაპირ აშშ-ში ან ნატო-ს მეშვეობით.
„როიტერის“ ინფორმაციით, სულ მცირე, ერთი სამხედრო პაკეტი ამ სქემის მიხედვით უკვე განხილვის პროცესშია.
გეგმის მიხედვით, მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ ამ გზით უკრაინას 10 მილიარდი დოლარის შეიარაღებას გადასცემენ. წყაროები აღნიშნავენ, რომ ეს ამბიციური მიზანია, თუმცა კონკრეტული ვადები ამ დროისთვის არ სახელდება.
ნატო-ში „როიტერსს“ ამ ინფორმაციის შესახებ კომენტარზე უარი უთხრეს.
1tv.ge