ნატო ბალტიის ზღვაში ჩართულობას გაზრდის

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ 27 სექტემბერს გამოაცხადა, რომ წყალქვეშა ელექტროგადამცემი სელის საეჭვო საბოტაჟისა და 4 ინტერნეტ კაბელის საბოტაჟის შემდეგ, ამ კვირაში გაზრდის წარმომადგენლობას ბალტიის ზღვის აუზში. იმავდროულად, ნატოს წევრმა ესტონეთმა საზღვაო ოპერაცია დაიწყო პარალელური ელექტროსადენის დასაცავად.
ერთი დღით ადრე, ფინეთმა რუსული ნავთობ ტანკერი დააკავა ესტონური წყალქვეშა ელექტროსადენის საეჭვო გათიშვის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი გადამცემი არხების დაზიანების გამო. პარასკევსვე ფინეთმა ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსს დახმარება სთხოვა.
ბალტიის ქვეყნებში განგაში ვრცელდება ბოლო დროს გახშირებული ელექტრო, ტელეკომისა და გაზსადენი მილების მწყობრიდან გამოსვლის გამო. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დააზუსტა, რომ ნატო ჩართულობას გაზრდის ბალტიის ზღვის აუზში.
მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, კრემლმა წარსულში არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს კავშირი არ აქვს ბალტიის ზღვაში მომხდარ ინფრასტრუქტურულ ინციდენტებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო