ნატო აკვირდება ვითარებას პოლონეთში – სტოლტენბერგი

ნატო აკვირდება ვითარებას პოლონეთში მას შემდეგ, რაც რუსული რაკეტა, როგორც ჩანს, შეიჭრა ალიანსის წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელ X-ში.
“ვესაუბრე (პოლონეთის) პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას სარაკეტო ინციდენტის შესახებ პოლონეთში. ნატო სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მნიშვნელოვან მოკავშირეს, აკვირდება ვითარებას და ვინარჩუნებთ ვრჩებით კონტაქტში, როცა ფაქტები დადგინდება. ნატო ფხიზლად არის”, განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის განცხადება მოჰყვა ინფორმაციის გავრცელებას, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცე უკრაინის მხრიდან დაარღვია უცნობმა მფრინავმა ობიექტმა.
ობიექტი პოლონეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ შენიშნა, თუმცა მოგვიანებით ის რადარებიდან გაქრა. ობიექტის დაცემა არ დაუფიქსირებიათ.
სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ ობიექტს ტრაექტორია შეეცვალა და კვლავ ში დაბრუნებულიყო.
პოლონეთმა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
უკრაინის საზღვრიდან მფრინავი ობიექტის გამოჩენა დაემთხვა 29 იანვარს უკრაინაზე ს შეიარაღებული ძალების მასირებულ თავდასხმას. 29 დეკემბრის გამთენიისას დაიბომბა , ხარკოვი, ოდესა, ლვოვი, დნეპრი, ზაპოროჟიე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა