ნატო ათამდე ხომალდის გამოყენებით დაიწყებს ბალტიის ზღვაში კრიტიკული ობიექტების დაცვას

კვირის ბოლოდან ნატო 10-მდე ხომალდის გამოყენებით დაიწყებს ბალტიის ზღვაში კრიტიკული ობიექტების დაცვას. ამის შესახებ ფინური სამაუწყებლო პორტალი Yle იტყობინება.
უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ უკვე ბალტიის ზღვაში მყოფი გემები, ასევე ხომალდები, რომლებსაც უშუალოდ ნატოს ქვეყნები გაგზავნიან. ეს ძალები ზღვაში აპრილამდე დარჩებიან.
გემები პირველ რიგში შეასრულებენ შემაკავებელ ფუნქციას და მოახდენენ იმ რაიონების პატრულირებას, სადაც განლაგებულია ენერგეტიკული და სატელეკომუნიკაციო კაბელები. ამასთან, საერთაშორისო წყლებში ნატოს არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს სხვა ქვეყნების გემების გავლას.
ფინეთის ყურის დაცვას ფინეთისა და ს ძალები გააგრძელებენ.
ნატოს სამხედრო ალიანსმა ფინეთისა და ს მოთხოვნით გადაწყვიტა, ბალტიის ზღვაში ყოფნა გააძლიეროს წყალქვეშა კაბელების ბოლოდროინდელი დაზიანების ფონზე.
შარშან, 25 დეკემბერს ფინეთისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ტანკერმა Eagle S-მ ფინეთის ყურეში დააზიანა ელექტროკაბელი Estlink 2 და ოთხი სატელეკომუნიკაციო კაბელი. ჰელსინკისა და ტალინის თანახმად, ტანკერი ს „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და მოსკოვს ეხმარება დასავლეთის სანქციების გვერდის ავლასა და რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებისთვის მიწოდებაში.
შარშან ნოემბერში დაზიანდა კაბელი შვედეთს, ლიეტუვას, ფინეთსა და გერმანიას შორის.
2023 წლის ოქტომბერში ჩინეთის ხომალდმა Newnew Polar Bear-მა გაზსადენი Balticconnector-ი და რამდენიმე კაბელი დააზიანა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა