ნატოში არ გვიწვევენ, ხოლო ნაწილობრივი გაწევრიანების ვარიანტები სისულელეა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი სისულელეს უწოდებს ქვეყნის ნატოში ნაწილობრივი შესვლის ვარიანტებს, როდესაც უკრაინის ნაწილი ოკუპირებულია. ამის შესახებ მან წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ ვიცით, რომ ნატოში გაწევრიანება ჩვენთვის ყველაზე ძლიერი ვარიანტია ახლა. ჩვენ არ გვიწვევენ ნატოში და სიგნალები ნაწილობრივ მონაწილეობასთან დაკავშირებით, გულწრფელად რომ ვთქვათ, სისულელეა”, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს