ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ გზებს უკრაინის „სანდო, პროგნოზირებადი“ მხარდაჭერისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს წინადადება უკრაინის სამხედრო დახმარების სტაბილიზაციისთვის 100 მილიარდი ევროს მოცულობის ხუთწლიანი ფონდის შექმნის თაობაზე. ეს ალიანსს ძლიერ როლს მიანიჭებდა უკრაინის დახმარების საკითხში.
„ჩვენ უსაფრთხოების სფეროში ხანგრძლივი პერსპექტივით უნდა უზრუნველვყოთ სანდო და პროგნოზირებადი დახმარებით, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ნებაყოფლობით გაღებულ ხარჯებზე და მეტად – ნატოს ვალდებულებებზე, ნაკლებად – მოკლევადიან წინადადებებზე და მეტად – მრავალწლიან დაპირებებზე“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორდღიანი შეხვედრის დასაწყისში. „აშკარაა, რომ უკრაინისთვის გვჭირდება ახალი და უფრო დიდი მოცულობის ფული მომდევნო მრავალი წლისთვის“, – დასძინა მან.
ნატოს სამიტამდე, რომელიც ივლისში გაიმართება ვაშინგტონში, არავითარი საბოლოო გადაწყვეტილება არაა მოსალოდნელი ფონდთან დაკავშირებით.
ამერიკული საინტერნეტო გამოცემა Politico 2 აპრილს იტყობინებოდა, რომ ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები განიხილავენ, რომ „რამშტაინის ფორმატის“ სახელით ცნობილმა უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფმა იმოქმედოს ნატოს ეგიდით, რათა შენარჩუნებულ იქნეს უკრაინის დახმარება, თუკი -ის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, , გაიმარჯვებს არჩევნებში, რომელიც ნოემბერში გაიმართება. ტრამპი უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების კრიტიკით გამოდის.

ასევე დაგაინტერესებთ