ნატოს წევრი ქვეყანა საქართველო ვერ გახდება, ხოლო რაც შეეხება NATO-ს ერთობლივ სწავლებას, ჩვენი ჯარისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და მიმდინარე სწავლება რაგბში ექვსი ერის ტურნირს შეადარა.
ექსპერტის თქმითვე, საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა ვერ გახდება.
„საქართველო არის ამ სწავლების [მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება „მტკიცე სული“ (Agile Spirit)] მასპინძელი ქვეყანა და იდიოტური იმ მოსაზრებისგან, რომ ამ სწავლებას არ ესწრება თავდაცვის მინისტრი და ა.შ თავი უნდა შევიკავოთ იმიტომ, რომ ეს მოსაზრება სრული სისულელეა.
ნატოსთან დაკავშირებით მაქვს ჩემი ურყევი რწმენა – ნატოს წევრი ქვეყანა საქართველო ვერ გახდება. ყოველ შემთხვევაში, ამის შანსი ამ გეოპოლიტიკური მოცემულობის ფონზე არ არის და ამაზე არ უნდა ვიოცნებოთ.
რაც შეეხება ნატოს ერთობლივ სწავლებას, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ, როგორც ნატოს წევრი ქვეყნები, ასევე დამკვირვებლები მაგალითად, სომხეთი, , მოლდოვა. ეს ყველაფერი ძალიან კარგია ჩვენი ჯარისთვის. მოვიყვან შედარებას – არსებობს არაჩვეულებრივი ტურნირი რაგბში ექვსი ერის, სადაც საქართველო არ არის წარმოდგენილი, მაგრამ ტესტ თამაშებს ხომ ვატარებთ ამ 6 ლიგის მონაწილე გუნდებთან. რადგანაც არ ვართ იმ ექვსი ერის წევრი ქვეყანა რაგბში, უარი უნდა ვთქვათ მათთან რაგბის თამაშზე? ეს ხომ სისულელეა, სად გვეძლევა სხვა შესაძლებლობა?
საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) დაკავშირებით, აღშფოთებულ- შეშფოთებული განცხადება რუსეთსაც კი არ გაუკეთებია. მხოლოდ ჩვენ ოპოზიციას, რომელსაც ბიპოლარული აშლილობა აქვს, ჰქონდა აღშფოთებულ- შეშფოთებული განცხადებები,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს