ნატოს სამიტზე უკრაინას ალიანსში არ მიიწვევენ – ზელენსკი

ნატოს სამიტზე ს ალიანსში არ მიიწვევენ – ზელენსკი
ნატოს წევრი ქვეყნები ალიანსის საიუბილეო სამიტზე, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება, უკრაინას არ გაუგზავნიან მიწვევას ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. უკრაინული გამოცემა Unian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პირველ რიგში, ის ისურვებდა, რომ ნატოს წლევანდელი სამიტი ყველა მოკავშირისთვის წარმატებული იყოს. მისივე თქმით, უკრაინის უპირველესი ამოცანა Patriot-ის სისტემებით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებაა.
„ახლა ჩემი გუნდი შეერთებულ შტატებში კონკრეტულ საკითხებზე მუშაობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მეორე უმნიშვნელოვანეს ამოცანად ზელენსკი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების რაც შეძლება მეტი ქვეყნის მიერ მინიჭებას მიიჩნევს.
„და მესამე, ალბათ, კი, ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო მძლავრი ნაბიჯების გადადგმას ვისურვებდით. სიმართლეს გეტყვით, დიახ, ჩვენ გვინდოდა, რომ მივეწვიეთ და ჩვენ ვიცით, რომ ეს არ მოხდება“, – თქვა პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად მიწვევა რომ მიეღო, ეს პუტინისთვის სიგნალი იქნებოდა, რომ მისი არავის ეშინია და ამერიკის ლიდერობაში ყველა დარწმუნებულია.

ასევე დაგაინტერესებთ