ნატოს საინფორმაციო ცენტრი “ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად” 500 000 ლარს დახარჯავს

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი “ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოების მედეგობის გაზრდის მიზნით“ საინფორმაციო კამპანიის წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებს 500 000 ლარად, გამარტივებული შესყიდვით შეიძენს.
შესაბამისი ნებართვა ცენტრმა პრემიერ-მინისტრის 30 აპრილის განკარგულებით მიიღო.
განკარგულების თანახმად, საუბარია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებაზე.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს შეიქმნა. მისი დაარსების მიზანი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან (ნატო) ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ამით, მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება იყო.
მიუხედავად ამისა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი არ გამოხმაურება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტს, რომელიც ამ დროისთვის, ერთ-ერთი მთავარი წინაღობაა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წინსვლისთვის.
შარშან უცხოელი აგენტების კანონპროექტის განხილვისას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა თამარა წულეისკირმა, რომელიც „ოცნების“ დეპუტატ ლევან კობიაშვილის მეუღლეა, მოქალაქეებს მოუწოდა, დაეტოვებინათ მისი ფეისბუკ-მეგობრებისა და რეალური ნაცნობების სია, თუ ისინი ფიქრობდნენ, რომ მისი ქმარი ქვეყნის მოღალატეა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თავდაპირველად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ექვემდებარებოდა, ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ს წარმოადგენს. 2019 წლის სექტემბერში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად დაინიშნა თამარა წულეისკირი. მანამდე წულეისკირი მუშაობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში. საგარეო უწყების ცენტრალურ აპარატში ის იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მრჩევლის, ხოლო შემდეგ დირექტორის მოადგილის თანამდებობებს. დიპლომატიური კარიერა მან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში დაიწყო, სადაც 2012-2016 წლებში მუშაობდა საკონსულო დეპარტამენტში, ხოლო შემდეგ პასუხისმგებელი იყო პრესისა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე.
ამ თემაზე:
თამარა წულეისკირი მიმართავს ფეისბუკ “მეგობრებსა” და ნაცნობებს, ვინც მის ქმარს მოღალატე უწოდა

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც