ნატოს მეტი ბირთვული შეიარაღების განლაგება და მზადყოფნაში მოყვანა სურს

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) აცხადებს, რომ ის წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებს აწარმოებს, უფრო მეტი ბირთვული იარაღის განლაგების თაობაზე, მათი საცავებიდან ამოღებაზე და მზადყოფნის რეჟიმში განთავსებაზე. ალიანსი ამ ნაბიჯს სა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის საჭიროებით ხსნის.
განცხადება მეტი ბირთვული იარაღის განთავსების თაობაზე, ბრიტანულ გამოცემა “ტელეგრაფთან” საუბარში, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. მისი თქმით, წევრ ქვეყნებს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინტერვიუ ბრიტანულ გამოცემაში დღეს, 17 ივნისს გამოქვეყნდა.
სტოლტენბერგის განცხადებით, ბირთვულმა არსენალმა შემაკავებლის როლი უნდა შეასრულოს და პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.
“ოპერაციულ დეტალებში არ შევალ, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რამდენი შენახული, მაგრამ ჩვენ ამ საკითხებზე კონსულტაციები გვჭირდება და სწორედ ამას ვაკეთებთ”, – განუცხადა მან გამოცემას და დასძინა: “გამჭვირვალობა პირდაპირი გზავნილის კომუნიკაციაში დაგვეხმარება, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ბირთვული ალიანსი ვართ”.
ნატოს გენერალური მდივნის განმარტებით, ალიანსის მიზანია სამყარო ბირთვული შეიარაღების გარეშე არსებობდეს. მაგრამ, “ჩვენ ბირთვულ ალიანსად ვრჩებით, რადგან ისეთი მსოფლიო, რომელშიც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას ატომური იარაღი ექნება და ნატოს კი – არა, გაცილებით სახიფათო იქნებოდა”.
ბირთვულ შეიარაღებაზე სტოლტენბერგმა გასულ კვირას გამართულ, თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზეც ისაუბრა. მინისტერიალზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ატომური იარაღი ნატოს “უსაფრთხოების მთავარ გარანტიას” წარმოადგენს და ის მშვიდობის შენარჩუნებას ემსახურება.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში, რუსეთი მეზობელ სუვერენულ ში განმეორებით შეიჭრა და იქ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, კრემლმა ბირთვული მუქარა არაერთხელ გამოთქვა. რუსეთის პრეზიდენტმა სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მოსკოვს, ექსტრემალურ ვითარებაში თავის დასაცავად, ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია.
კრემლი შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს ადანაშაულებს იმაში, რომ მათ უკრაინის სამხედრო დახმარებით, მსოფლიო ბირთვული დაპირისპირების ზღვარზე მიჰყავთ, იმის მიუხედავად, რომ ევროპის კონტინენტზე მასშტაბური ომი თავად დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – მხოლოდ იმიტომ, რომ შენი აგენტი არ ვარ, მეგობარი ვარ და შენს დაკრულზე ყველაფერზე არ ვცეკვავ, ამისათვის ნუ დამსჯი – ამას ველაპარაკები და ამასაც თავდასხმად აღიქვამენ, თუ ეუბნები, რომ სამართლიანად მომეპყარი, თავდასხმაა

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს – დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, თქვენ რომ პარლამენტი ფეხებზე დაიკიდეთ, ასეთი არავის უქნია არასდროს – არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაეცით