ნატოს ლიდერები ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას გამართავენ

დღეს ნიდერლანდის ქალაქ ჰააგაში, ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები და ალიანსის ხელმძღვანელები.
სხდომა ადგილობრივი დროით 10:30 საათზე უნდა დაიწყოს. 13:45 საათზე დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რიუტეს პრესკონფერენცია.
ნატოს ლიდერებმა თავდაცვის ხარჯების ახალ სამიზნესთან, მშპ-ის 5%-თან მიახლოებაზე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსა და უკრაინის მხარდაჭერაზე უნდა იმსჯელონ და სამიტის დეკლარაცია უნდა მიიღონ.
ნატოს 76-ე სამიტი ოფიციალურად გუშინ, 24 ივნისს გაიხსნა.
ჰააგის სამიტის წინ ვრცელდებოდა ცნობები, რომ -ის პრეზიდენტი შესაძლოა, სამიტს არ დასწრებოდა. ტრამპი ჰააგაში 24 ივნისს ჩავიდა.
24 ივნისს, ჰააგაში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ც. მასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ ევროპელი და კანადელი პარტნიორები უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებენ და თუ 2024 წელს სამხედრო დახმარება 50 მილიარდ დოლარს შეადგენდა, წელს უკვე 35 მილიარდს აღემატება, რაც აჩვენებს, რომ საერთო თანხა შარშანდელზე მეტი იქნება.
ამ პროცესში აღარ ფიგურირებს აშშ, რადგან პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისთვის უკრაინის სამხედრო დახმარება პრიორიტეტი არ არის.
24 ივნისს გამოცემა Politico თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.
ფორუმი