ნატოს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ ტრამპის წინადადებას ხარჯის მშპ-ის 5 პროცენტამდე გაზრდის შესახებ

ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, რომლებიც 9 იანვარს გერმანიაში მართავდნენ შეხვედრას, სკეპტიციზმი გამოხატეს -ის არჩეული პრეზიდენტის, ს წინადადების მიმართ – რომ ალიანსის წევრებმა თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5 პროცენტამდე უნდა გაზარდონ.
უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მინისტრებმა თქვეს, რომ მშპ-სთან შეფარდებით გამოთვლილ ხარჯზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, შეუძლიათ თუ არა ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ამოცანების დაკმაყოფილება.
“რიცხვები და პროცენტები ამ ეტაპზე არ გვეხმარება. ძლიერი მშპ-ის ორი პროცენტი შესაძლოა ბევრი იყოს და სუსტი მშპ-ის სამნახევარი პროცენტი შეიძლება იყოს ძალიან ცოტა” – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.
ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე გერმანიაში მშპ-ის ხუთი პროცენტი ფედერალური ბიუჯეტის 40 პროცენტამდე მოცულობისაა.
“არ ვიცი რომელი ქვეყანა შეძლებს თავს ამის უფლება მისცეს. ამდენად, ეს არაა პროცენტების საკითხი. მთავარია ნატოს შესაძლებლობათა სამიზნეები იყოს დაკმაყოფილებული” – თქვა პისტორიუსმა.
ტრამპმა 5 პროცენტის დახარჯვის წინადადება გამოთქვა 7 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, რითიც კიდევ ერთხელ გაიმეორა განაცხადი, რომ ევროპელი მოკავშირეები საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვისთვის.
თავდაცვაზე ხარჯავს მშპ-ის 3,38 პროცენტს, თუმცა აშშ-ის ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, ეს თანხა ნიშნავს ნატოს სრული ხარჯების 60 პროცენტზე მეტს.
ს თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აშშ-მა საკუთარი მზაობა უნდა აჩვენოს ხარჯის 5 პროცენტამდე გაზრდისთვის. მისი თქმით, ამით ხარჯი 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.
ლატვია ნატოს იმ რამდენიმე წევრს შორისაა, რომლებიც თავდაცვაზე უკვე ხარჯავენ მშპ-ის 3 პროცენტზე მეტს, თუმცა ის ხარჯის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.
“მიმდინარე წლის შენატანია მშპ-ის 3,4 პროცენტი. მომავალ წელს ეს გაუტოლდება 3,7 პროცენტს. ახლახან პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოხატეს ნება, რომ 4 პროცენტამდე ავიდეთ” – უთხრა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა რადიო თავისუფლებას.
მისი თქმით, ხარჯის მასშტაბი მიუთითებს მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეების გაცნობიერების ხარისხზე.
“ცივი ომის წლებში… ეს იყო საშუალოდ 4 პროცენტი. ამიტომაცაა, რომ უწინ განხილული 2 პროცენტი არაა საკმარისი” – თქვა სპრუდსმა.
ხარჯის ახალი სამიზნის დაწესებას დაჭირდება ნატოს 32-ვე წევრის თანხმობა.
ივლისისთვის ალიანსის ქვეყნებმა მიაღწიეს მშპ-ის 2 პროცენტის მიზანს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ეს მონაცემი აღირიცხა ევროპის რამდენიმე წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში – გერმანიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში – და თურქეთში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს