ნატოს ევროპული ქვეყნები ჯამურად წელს პირველად დახარჯავენ ეკონომიკის 2%-ს თავდაცვაზე

ნატო ელის, რომ მისი 31 წევრი ქვეყნიდან 18 მიმდინარე წელს დააკმაყოფილებს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ის თავდაცვაზე დახარჯვის კრიტერიუმს.
ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა და გამოაქვეყნა ბლოკის თავდაცვის ხარჯების უახლესი მაჩვენებლები, რომლებიც აჩვენებს მნიშვნელოვან ზრდას ევროპასა და კანადაში.
„გასულ წელს დაფიქსირდა [თავდაცვის ხარჯების] უპრეცედენტო, 11%-ით ზრდა ევროპის მოკავშირეებსა და კანადაში. წელს ველი, რომ 18 მოკავშირე დახარჯავს მშპ-ის 2%-ს თავდაცვაზე. ეს კიდევ ერთი რეკორდული რიცხვია და ექვსჯერ მაღალია 2014 წელთან შედარებით, როდესაც მხოლოდ სამმა მოკავშირემ მიაღწია დასახულ მიზანს“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.
2024 წელს ნატოს ევროპული ქვეყნები ჯამურად 380 მილიარდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ თავდაცვაში.
„პირველად, ეს მათი ერთობლივი მშპ-ის 2%-ს შეადგენს“, — დასძინა სტოლტენბერგმა.
ალიანსის თავდაცვის ხარჯების უახლესი მონაცემების გამოქვეყნებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ს განცხადება, რომ ის „წაახალისებდა” რუსეთს, თავს დასხმოდა ნატოს წევრებს, რომლებიც ბლოკის ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებენ.
ნატოს ქვეყნებმა 2014 წელს დაისახეს მიზნად, გაზარდონ სამხედრო ხარჯები და ეკონომიკის მინიმუმ 2% დახარჯონ თავდაცვაზე. 2014 წელს ბლოკის ევროპელი მოკავშირეები ერთობლივად თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 1,47%-ს ხარჯავდნენ თავდაცვაზე. ალიანსის ჯამური ხარჯები იმ დროისთვის, მართალია, 2.58%-ს შეადგენდა, თუმცა აშშ-ის კონტრიბუციის ხარჯზე.
2023 წლის მონაცემებით, თავდაცვის ხარჯების წილით მშპ-ში პირველ ადგილზეა პოლონეთი (3,9%) და უსწრებს თავად შეერთებულ შტატებს (3,5%). 2%+ კრიტერიუმს სულ 11 ქვეყანა აკმაყოფილებს, მათ შორის: საბერძნეთი (3%), (2,7%), ლიეტუვა (2,5%), ფინეთი (2,4%), რუმინეთი (2,4%), უნგრეთი (2,4%), ლატვია (2,3%), გაერთიანებული სამეფო (2,1%) და (2%).
POLITICO-ს ილუსტრაცია აჩვენებს, რომ ს ან უკრაინის მოსაზღვრე ყველა სახელმწიფო ასრულებს 2%-იან მიზანს.
2%-იანი მიზნისგან ყველაზე შორს არიან ლუქსემბურგი (0,7%), ბელგია (1,1%), ესპანეთი (1,3%), თურქეთი (1,3%) და სლოვენია (1,3%).
2014 წელთან შედარებით, როდესაც ალიანსმა დაადგინა 2%-იანი მიზანი, 2023 წელს ყველა ქვეყანამ (გარდა თურქეთისა: 2014 წ —1,4%; 2023წ — 1,3%) გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი. ამ საჭიროების წინაშე ევროპის ქვეყნები გამოკვეთილად ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დადგნენ. აშშ-ში დონალდ ტრამპის პოტენციური არჩევა კიდევ უფრო ზრდის ევროპის მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებას.
დონალდ ტრამპი პრეზიდენტობისას ხშირად აკრიტიკებდა ნატოს წევრებს, ვინც ცოტას ხარჯავდნენ შეიარაღებაზე და იმასაც ამბობდა, რომ შესაძლოა აშშ-ს უარი ეთქვა ნატოს ვალდებულებებზე და მხოლოდ ისინი დაეცვა, ვინც ზემოხსენებულ ვალდებულებას ასრულებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს