ნატომ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები გერმანიაში, AWACS-ის ბაზაზე

ნატომ “პოტენციური საფრთხის” გამო გააძლიერა უსაფრთხოების ზომები თავის საჰაერო ბაზაზე დასავლეთ გერმანიის ქალაქ გაილენკირხენში, ნიდერლანდის საზღვრის ახლოს. ალიანსის საჰაერო გაფრთხილების და კონტროლის სისტემა, ანუ AWACS-ი, პლატფორმა X-ზე 23 აგვისტოს აცხადებს, რომ სახლში გაიგზავნნენ ის თანამშრომლები, რომელთა ადგილზე ყოფნაც არ იყო აუცილებელი.
“გაილენკირხენში ნატოს საჰაერო ბაზაზე გავაძლიერეთ უსაფრთხოების დონე სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც პოტენციურ საფრთხეზე მიუთითებდა”, – აცხადებს AWACS-ი.
გაილენკირხენის ბაზაზე განთავსებულია ნატოს AWACS-ის თვითმფრინავები.
“შეჭრისა და საბოტაჟის შესახებ ეჭვის” გამო გასულ კვირაში ჩაიკეტა გერმანიის სამხედრო ბაზა კიოლნთან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან