ნატა ფერაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს – მას 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ნატა ფერაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. საქალაქო სასამართლომ სამებაში ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე, ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მას სასამართლოს გადაწყვეტილება სახლში ჩააბარეს, რის შემდეგაც აქტივისტს ხელბორკილები დაადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ საქმეს 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აწარმოებდა.
მუხლი ითვალისწინებდა ჯარიმას 500-დან 1000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე. მოსამართლემ ფერაძე სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა

ასევე დაგაინტერესებთ

თეა წულუკიანზე ისეთი ხალხი წერს, ვინც მას ვერც განათლებით და ვერც ქვეყნის სიყვარულით აჯობა. მასზე ბინძური ჭორების გავრცელება კიდევ ერთხელ ხაზგასმაა მის სიძლიერეზე პოლიტიკაში, ის ამ არაპოლიტიკურ ბრძოლასაც მოგიგებთ