ნატა ფერაძე სამებაზე: ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში. როდესაც ახალ სახლს ვყიდულობდი, ჩემი კრიტერიუმი იყო, რომ ჩემი ფანჯრიდან ის არ უნდა ჩანდეს, რადგან ის მე შეურაცხმყოფს

ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში… ის მე შეურაცხმყოფს – ასე მოიხსენიებს სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამების საკათედრო ტაძარს ინტერნეტ გამოცემა Sova.news-სთან ინტერვიუში.
შეკითხვაზე, როდესაც ქვეყნის მთავარ ტაძარში მივიდა და სტალინის გამოსახულებით ხატს საღებავი შეასხა, ალბათ ესმოდა, რომ ხდებოდა რადიკალური ჯგუფების სამიზნე, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დაფიქრდა თუ არა რისკებზე, ნატა ფერაძე პასუხობს:
“ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის მთავარი ტაძარი, რადგან ის აშენებულია აბსოლუტურად კორუმპირებულად, აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული თბილისის განაშენიანება, ის დომინირებს ისტორიულ თბილისზე. ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში, ასე ვიტყოდი. როდესაც ახალ სახლს ვყიდულობდი, ჩემი კრიტერიუმი იყო, რომ ჩემი ფანჯრიდან ის არ უნდა ჩანდეს, რადგან ის მე შეურაცხმყოფს”.

ასევე დაგაინტერესებთ

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა